LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა სექსუალურ უმცირესობებზე ისაუბრა

38

მას შემდეგ, რაც ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, ლგბტ-თემამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ცნობილი პოლიტიკოსები და ვარსკვლავები საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ და სექსუალურ უმცირესობებს იცავენ. პრობლემის შესახებ საკუთარი პოზიცია სამეფო ოჯახის წევრებმაც დააფიქსირეს.

ამ დღეებში პრინცი უილიამი ლონდონის ჰამერსმიტის აკადემიას ესტუმრა, სადაც საქვეყნოდ დაგმო ჰომოფობია. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ სპეციალურ კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის დროს პრინცმა რჩევა მისცა, როგორ ებრძოლონ ეფექტურად გეებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების უფლებებს.

უილიამმმა ასევე აღნიშნა, რომ სამეფო პილოტებს შორის ერთი ტრანსგენდერია, რომელიც თავის კოლეგებს არაფრით ჩამოუვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები