პრინსის ნათესავები რეალითი-შოუს შექმნიან, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ. არსებული ინფორმაციით, სწორედ შოუში გაიჟღერებს პირველად პრინსის ახალი სიმღერები, რომლებიც მის ახალ ალბომში შედის და რომელზეც მუსიკოსი ბოლო დროს მუშაობდა. სწორედ ამ მიზეზით შეფერხდა აქამდე დისკის გამოცემა.
პრინსის ნათესავები ამ დროისთვის ტელეარხს ეძებენ, რომელიც შოუს ეთერში გაუშვებს და რომელიც მათ პირობებს დააკმაყოფილებს.