გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, პრინსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავს მიანიჭებენ.
ჰოლივუდის კომერციული პალატის ინფორმაციით, 2025-ის განმავლობაში ბულვარის მუსიკალურ კატეგორიას ასევე ისეთი არტისტებისა და ბენდების ვარსკვლავები შეემატება, როგორებიც არიან: ბასტა რაიმსი, კიტ ურბანი, ჯორჯ სტრეიტი, Fantasia, Depeche Mode, Los Bukis, The B-52s, Green Day, The Isley Brothers და WAR.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სპორტის სექციაში ვარსკვლავს დევიდ ბეკჰემს, კინოს განყოფილებაში კი ჯესიკა ჩესტეინს, ჯეინ ფონდასა და კოლინ ფარელს გაუხსნიან.
გასართობი ინდუსტრიის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ვარსკვლავის მინიჭების წლევანდელ კანდიდატთა სრული სია იხილეთ აქ.
