LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც რაჭის შემოსავალს გაზრდის

300

რაჭული სოფლების ტურისტულ-სარეკრეაციო მოწყობის გეგმის შემუშავებაზე კონკურსი ცხადდება. უფრო კონკრეტულად კი, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების, – უწერის, მრავალძარისა და კურორტ შოვის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვა კონკურსის საშუალებით მოხდება. აღნიშნული ადგილების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე 2017-2018 წლებში ჯამურად 400 000 ლარი დაიხარჯება.

ანალოგიური სიტუაციაა ამბროლაურის რაიონის შემთხვევაშიც: ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე 2017-2018 წლებში ჯამურად ასევე 400 000 ლარი დაიხარჯება.

სივრცითი მოწყობის გეგმამ უნდა განსაზღვროს სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა, მათ შორის: სივრცის კატეგორიები: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები; დასახლებათა სტრუქტურა და განვითარების ცენტრების იერარქია; ძირითადი საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციები; ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითადი გეგმარებითი ღერძები; დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილები, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიები; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ტერიტორიები და დაცვის ზონები და სხვა…

საკონკურსო პირობების მიხედვით, პრიორიტეტული სექტორები, რამაც შეიძლება უზრუნელყოს რაჭის მუნიციპალიტეტების განვითარება და შემოსავლის ზრდა არის: სოფლის მეურნეობა, ტურიზმის განვითარება, ბარიტისა და ოქროს საბადოების ათვისება. ასევე სატყეო სექტორის საფუძველზე შესაძლებელია ხის დამუშავებისა და ავეჯის საწარმოების განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g