ევროკავშირში მცხოვრები ბრიტანელების ცხოვრება სულ მალე ძალიან გართულდება, მიზეზი – ბრექსიტია. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს მომავალში ერთადერთი რამ – ცხოვრების უფლება დარჩებათ, სხვა პრივილეგიები კი მოეხსნებათ.
როგორც ბრიტანელი დიპლომატი დევიდ დევისი აცხადებს, ინგლისელებს იმის გარანტიაც კი არ აქვთ, რომ ისინი ევროპულ ქვეყნებს შორის გადაადგილებას შეძლებენ, თუნდაც მიზეზი მუშაობა ან სწავლა იყოს.
გამოცემა „Challenges”-ის ინფორმაციით, ბრიტანული მხარე ყველაფერს აკეთებს რომ თავის მოქალაქეებს მეტი უფლებები მოუპოვოს, თუმცა როგორც ჩანს ბრექსიტის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ სიტუაცია კვლავ უცვლელი რჩება.