თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმით პეპლების იძულებითი მიგრაცია გაიხსნა.
საპატიო პრომეთე ასევე გადაეცა რეჟისორს, ნანა ჯორჯაძეს.
„ძალიან დიდი მადლობა, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის,“ – ამბობს ნანა ჯორჯაძე.
კინოთეატრები ამირანი და გალერეა ერთი კვირის განმავლობაში ტრადიციულ კინოს დღესასწაულს უმასპინძლებს.
წლევანდელ კინოფესტივალზეაჩვენეს ისეთი ტიტულოვანი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან აკი კაურისმიაკი, ნური ბილგე ჯეილანი, პედრო კოშტა, ლავ დიაზი, კენ ლოუჩი და სხვები. ქართულ სექციაში იქნება წარმოდგენილი ათობით მხატვრული და დოკუმენტური ქართული ფილმი.
კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება, შედგება 2 დეკემებრს. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ -ქართული ფილმი « გონდოლა»(Gondola,2023). დახურვის ცერემონიას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
წელს კინოფესტივალს ეწვივნენ კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან : ბენუა ვოლნე ( საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი( გერმანია), დოვერ ქოსაშვილი(ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.
სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში, „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იყო სომხეთი. კინოფესტივალზე ნაჩვენები იყოსაბჭოთა პერიოდში გადაღებული სომხური ფილმები და ასევე თანამედროვე სომხური კინო.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი-ოქროს პრომეთე.
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა შემადგენლობამ შეაფასა:
მხატვრული ფილმების ჟიური:
მარი ამაშუკელი ( საფრანგეთი)
კატრიელ შორი ( ისრაელი)
ევა ბლონდიაუ (გერმანია)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
ლუკას დ’ინტრო ( იტალია)
თომას ჰაიზე (გერმანია)
ჯად სალფიტი( ბრიტანეთი)
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალმა წარმოადგინა ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
- ევროპული ფორუმი
- ევროპული კინოს თვე
- ჰორიზონტები
- დამზადებულია გერმანიაში
- ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი
- ბრიტანული კინო
- რეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა
- სამყარო დოკუმენტურ კინოში
- აპოლო: კინოს მეხსიერება
- განსაკუთრებული სეანსები
- ქართული პანორომა
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსპორია- თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი, სასტუმრო რუმსი, ბადაგონი.