“მთავარი პრობლემა, რომელიც გვაქვს ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა”,- ამის შესახებ “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრობლემა “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობაა.
“ეს პრობლემა დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და დატოვებს “ქართული ოცნება”. სამწუხაროდ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენ გვიჭირს ვენდოთ მოსამართლეებს, რომლებიც ვიცით, როგორ არიან დანიშნული და რას წარმოადგენენ.
ეს “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობაა. სანამ ჩვენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ გვექნება, სულ ასეთი ამბავი იქნება”,-განაცხადა ანა დოლიძემ.