LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“ – პატრიარქი აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა

302
1580817361-დეგანანი-პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული  ელჩი, კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის  ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პატრიარქმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობაზე და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოთქვა.

„პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

კელი დეგნანმა პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაინიშნა

ამასთა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეხვედრაზე გასული წლის ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ  და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g