უნივერსალური წამალი სიმსივნის გასაკურნად ჯერ არ არსებობს, თუმცა ანგიოგენეზის ფონდის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაავადებასთან ბრძოლა სწორად შერჩეული დიეტითაც შეიძლება, რადგან ფონდის ხელმძღვანელის ვივიან ლის განაცხადებით “სწორედ ისაა ყველაზე ეფექტური ქიმიოთერაპია, რასაც ყოველდღე მივირთმევთ“.
პროდუქტის რეიტინგი ფონდმა მათი ონკოთერაპიული თვისებების მიხედვით შეადგინა მრავალწლიანი კვლევების და “ანტისიმსივნური პროდუქტის” ძიების შემდეგ და აღმოაჩინა, რომ ნუსხაში მოხვედრილ პროდუქტთა უმეტესობა იმ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ხელს უშლიან სიმსივნური წარმონაქმნის სისხლით კვებას.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საკმაოდ ბევრ ბუნებრივ პროდუქტს შეუძლია ანტიანგიოგენეზის ფუნქციის (ანუ სიმსივნური წარმონაქმნის სისხლისგან დაცლის) შესრულება. განსაკუთრებით სასარგებლო და გემრიელი მათ შორის კი, შავი შოკოლადი, წითელი ღვინო და ყურძენი, მწვანე ჩაი, გარგარი, ატამი, ბალი, ალუბალი და მანგო, მოცვი, ნიორი და ოხრახუშია.