LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტი, რომელიც უშვილო წყვილებს დაეხმარება

59

ბრიტანელმა სპეციალისტებმა უშვილობის ყველაზე ხელმისაწვდომ და მისაღებ „წამალს“ მიაკვლიეს, რომლის შეძენაც ბოსტნეულის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი.

ახალი კვლევების თანახმად, პომიდორს შეუძლია წყვილს, რომელიც წლების მანძილზე შვილზე ოცნებობს, მშობლად გახდომის იმედი მისცეს. შეფილდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოიკვლიეს, რომ ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ძლიერი სქესის ადამიანებს განაყოფიერებაში ეხმარება, ამასთან ისე, რომ დნმ მინიმალურად ზიანდება.

წითელი ბოსტენული სხვა საჭირო თვისებებსაც შეიცავს. მაგალითად, ისინი საგრძნობლად ანელებენ პროსტატის სიმსივნის განვითარებას.

უკანასკნელი კვლევების თანახმად, ყოველი მეექვსე წყვილს უშვილობის პრობლემა აქვს. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციის მოშლით არის განპირობებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები