LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტ ,,სილამაზის დღეები დერმაში“ პრეზენტაცია გაიმართება

98

ესთეტიკურ მედიცინის ცენტრ ”დერმაში”  24 ივნისს,  20:00  საათზე პროექტ  ,,სილამაზის დღეები დერმაში“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სადღესასწაულო მიღება.

”საღამოს მასპინძელი , კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი სალომე  სურგულაძე,  თავად გააცნობს მოწვეულ სტუმრებს ”დერმაში” მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციურ პროექტს. ამასთან,  წვეულებაზე მოეწყობა  ”დერმას” ერთგულ   მომხმარებელთა   კლუბის პრეზენტაცია.  კლუბის წევრებს მუდმივად  ექნებათ შესაძლებლობა,  თავიანთ გარეგნობაზე  განსაკუთრებული ფასდაკლებებით  იზრუნონ”, – განაცხადეს ”დერმაში”.

მათივე ინფორმაციით,  ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ორიენტირებულია სილამაზის შენარჩუნებისა და გაახალგაზრდავების  თანამედროვე  მეთოდებზე.  გარდა ამისა,  უახლესი მიღწევები ”დერმაში” სულ მოკლე დროში ინერგება.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები