LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტზე „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ აპლიკაციების მიღება გრძელდება

119
123

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“.

პროექტი შერჩეულ ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის გაციფრულების, ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის საშუალებას აძლევს.

პროექტში ჩართული ყველა მეწარმე ქალი შესაბამის შეფასებას გაივლის, რის საფუძველზეც დარგის წამყვანი ექსპერტები მათზე მორგებულ პროგრამასა და სატრენინგო მასალას შეიმუშავებენ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ქალ მეწარმეს ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და კახეთიდან.

შერჩეული მეწარმეები ტრენინგებს გაივლიან ბრენდინგის, გაყიდვების, მარკეტინგის, ელექტრონული კომერციის, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

მეწარმეებს სრულიად უფასოდ დაუმზადდებათ მათ ბიზნესსაქმიანობაზე მორგებული ვებგვერდები, ჩაშენებული ელექტრონული გადახდების ფუნქციონალით.

პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა, მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 11 ოქტომბრის ნაცვლად 16 ოქტომბერი იქნება.

magti 5g