პროფესიული განათლების განვითარებისთვის სახელმწიფო რეფორმის ჩატარებას გეგმავს, რომელიც განათლების ერთიანი რეფორმის შემადგენელი კომპონენტი იქნება.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, სახელმწიფო პროფესიული განათლების რეფორმას განახორციელებს, რომელიც კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობას და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას გულისხმობს.
პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების შერჩევას.