LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფესორ ქეთევან ნემსაძის მოწაფეობა არ იყო ადვილი… მხოლოდ მიღებული ცოდნა არ კმაროდა, უნდა გაგეძლო და თამასა დაგეძლია! მის მოწაფეებს სამუდამოდ დაგვრჩა ის კვალი და ღირებულებები, რაც მან დაგვიტოვა“ – პედიატრი თამარ ობგაიძე

249
თამარ ობგაიძე, ქეთევან ნემსაძე

„დღეს ქეთევან ნემსაძე აღარ არის… ჩვენ კი, მის მოწაფეებს სამუდამოდ დაგვრჩა ის კვალი და ღირებულებები, რაც მან დაგვიტოვა“, – წერს სოციალურ ქსელში ,,ავერსის” კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ობგაიძე და ცნობილი პედიატრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„რამდენიმე თვის წინ ერთი ბებია მესტუმრა შვილიშვილით. ჩემი შვილი პროფესორმა ქეთევან ნემსაძემ გაზარდა. შვილიშვილი თქვენთან მოვიყვანე, რადგან მისი მოწაფე ყოფილხართო.

პროფესიონალთა შორის არჩევანის გაკეთებისას მასწავლებლის სახელი იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ბავშვი მანდეს!

პროფესორ ქეთევან ნემსაძის მოწაფეობა არ იყო ადვილი. მოთხოვნების და მიზნების თამასა მას განსაკუთრებულად მაღალი ჰქონდა.

„მშვიდობით, ქალბატონო ქეთი… ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“ – თემურ მიქელაძე გარდაცვლილ კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება

გუშინ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ცნობილი ექიმის, ქეთი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ.

მხოლოდ მიღებული ცოდნა არ არ კმაროდა – ცოდნასთან ერთად მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცვლილებებისაკენ, თავდაუზოგავი შრომა იყო ის სიმაღლეები, რომლებსაც კიდევ უფრო ზემოთ სწევდა და საკუთარი მაგალითით გიჩვენებდა სირთულეებთან გამკლავების გზებს. უნდა გაგეძლო და თამასა დაგეძლია!

დღეს ქეთევან ნემსაძე აღარ არის…

ჩვენ კი, მის მოწაფეებს სამუდამოდ დაგვრჩა ის კვალი და ღირებულებები, რაც მან დაგვიტოვა.

მეგობრობასთან ერთად სწორედ ეს გვაერთიანებს!

მსუბუქი იყოს მიწა თქვენთვის, ქალბატონო ქეთევან! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი…“

„ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრისა და ყველა ექიმისთვის“ – ივანე ჩხაიძე ცნობილი ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ქეთი ნემსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g