მაია ასათიანის “პროფილი” სექტემბერში მეოცე სატელევიზიო სეზონს გახსნის. წინასწარი ანონსი “რუსთავი 2”-ის საიტზე და არხის ეთერში უკვე გამოჩნდა. მაია ასათიანი ანონსში თეთრ კაბაშია გამოწყობილი. ვიდეოში ასევე ჩანს ტელესახის ძაღლიც.
მეცხრამეტე სეზონი წამყვანმა ივლისში დაასრულა. “პროფილი” ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რეიტინგული შოუა ქართულ ტელესივრცეში.