პროფკავშირების წარმომადგენელი, ნიკა კაკაშვილი, რომელიც მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ ექსპერტებთან ერთად ჩავიდა, ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბევრი ვერსია გამოიკვეთა.
“სამთო დარტყმის გარდა, მომხდარის მიზეზი შეიძლება საამფეთქებლო სამუშაო ყოფილიყო, რამაც სამთო დარტყმის პროვოცირება მოახდინა. არის სხვა ვერსიებიც.
კვალი თითქმის მთლიანად წაშლილია. ტექნიკური ექსპერტიზის წარმომადგენლები იყვნენ, სინჯები აიღეს. ობიექტური შედეგი რომ გავიგოთ, ალბათ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. შემთხვევის ადგილთან ცვლის უფროსი იყო ყველაზე ახლოს და მისი ჩვენება იქნება საინტერესო”, – აცხადებს ნიკა კაკაშვილი.
მისი თქმით, მაღაროში კვლევითი სამუშაოები სამშაბათს განახლდება.