LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფკავშირებში მინდელის შახტის დროებით დახურვას ითხოვენ

99

პროფკავშირების გაერთიანება მინდელის სახელობის შახტის დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე, დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ, განაცხადა.

გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ისე შახტაში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან, – განაცხადა  დოლაბერიძემ.

ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.

მინდელის შახტაში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, 3 – დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

magti 5g