LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, შეიძლება საწოლს მიჯაჭვული დარჩეს…“ – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

2430
ჯუმბერ უნგიაძე

„ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე“, – ამის შესახებ „მთავარს“ ბათუმის კლინიკა „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა.

არავის ეგონა, თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა, ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც… – ექიმი ახალშობილზე, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

უნგიაძის თქმით, ჩვილს, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა 4 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ.

როგორც „მთავართან“ საუბარში კლინიკა მედინას კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, ბავშვს ტვინი აქვს დაზიანებული და შესაძლოა „საწოლს მიჯაჭვული დარჩეს“:

„გაკეთდა 4 ოპერაცია. ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე. არის რეანიმაციაში, ვინაიდან აქვს სისხლჩაქცევა და ტრავმული ხასიათის ტვინის შეშუპება. აქედან გამომდინარე დაზიანებული აქვს ტვინი. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მულტიპროფილურ სპეციალისტებს, რომ ეს ბავშვი გადაგვერჩინა, მაგრამ პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, შეიძლება საწოლს მიჯაჭვული დარჩეს“, – ამბობს ბათუმის კლინიკა მედინას კლინიკური დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე „მთავართან“.

ცნობისთვის, 22 თებერვალს ბათუმის კლინიკა „მედინაში“ ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ქალი დაკავებულია.

„მდგომარეობა უკეთესად შეიძლება შეფასდეს, თუმცა წინ უამრავი პრობლემები გვაქვს, მთლიანი ძვლოვანი სისტემა გამოსაკვლევია“ – რას ამბობს ექიმი ახალშობილზე, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g