LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პროკრედიტ ბანკი” აპირებს, გახდეს ე.წ. „house bank“-ი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის

122

”პროკრედიტ ბანკმა”  2015 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები და სტრატეგია წარადგინა. როგორც ბანკში განაცხადეს, 2016 წელს ”პროკრედიტ ბანკის” მიზანია გახდეს ე.წ. „house bank“-ი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის,   რომლებთანაც   გრძელვადიანი   თანამშრომლობა   არის   და იქნება ერთ-ერთი განსამზღვრელი.

მათივე ინფორმაციით,    ბანკი   2016   წლის   განმავლობაშიც   გააგრძელებს   ინოვაციური პროექტების   დანერგვას   არსებული   და   პოტენციური   კლიენტებისათვის. აქცენტი     წელსაც   თვითმომსახურების  24/7-ის   განვითარებაზე გაკეთდება.  გარდა ამისა,  2016   წელს   კვლავ   გაგრძელდება   ინტენსიური   ინვესტირება   კადრების ტრენინგებში.

”გარდა   პროფესიული   ტრენინგებისა,   ისევ   აქტუალური   რჩება ინგლისური ენის სწავლება ადგილობრივად და საზღვარგარეთ, პროკრედიტ აკადემიებში,სადაც ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის გაგრძელდება სპეციალური კურსების შეთავაზება”, – განმარტეს „პროკრედიტში”.

რაც შეეხება , 2015 წელს ბანკში მას წარმატებულ წლად აფასებენ.  მათივე განცხადებით, 2015 წლის დასაწყისიდან  ”პროკრედიტ ბანკმა”, ბიზნეს მიმართლებით, მთავარ პრიორიტეტად მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტების განვითარება დასახა.

”ამ სტრატეგიის ნაწილი იყო წლის პირველ ნახევარში დაანონსებული მიკრო   სეგმენტიდან   გამოსვლა.   კლიენტების   მომსხურების   გაუმჯობესების კუთხით,   განსაკუთრებული   აქცენტი   ბანკმა   დისტანციური   სერვისების განვითარებასა და მათ სრულყოფაზე გააკეთა. ყველა ფილიალში განთავსდა თანამედროვე   სტანდარტებით   მოწყობილი   და   უახლესი   აპარატებით აღჭურვილი,   თვითმომსახურების   სივრცე   24/7,   სადაც   კლიენტებს   მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის შესრულება”, – განაცხადეს ”პროკრედიტ ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, 2015   წლის   განმავლობაში,   ”პროკრედიტ   ბანკმა”   ერთგულ   მომხმარებელს ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი შესთავაზა, პირველმა დანერგა უნივერსალური ბანკომატი, თანხის შეტანისა და გამოტანის ფუნქციით. ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის დანერგა თანამედროვე აპარატი  სეიფი, რომელიც ზოგავს  კლიენტის დროს და 24 საათის განმავლობაში შესაძლებელს ხდის დიდი   მოცულობის თანხის მიმდინარე ანგარიშზე განთავსებას. გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარზე მეტი  ინვესტიცია განახორციელა.

პროკრედიტ ბანკი აქტიური იყო სოციალური მიმართულებითაც, ორგანიზება გაუწია არაერთ გამოფენა-გაყიდვას, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ოჯახებს.

ბანკმა 2015 წელი შემდეგი ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა:

კლიენტთა სახსრები: 669 მილიონილარი;
საკრედიტო პორტფელი: 921 მილიონილარი;
2015წლის  წმინდა  მოგება (IFRS-ს  სტანდარტებით):  29  მილიონი ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g