LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარს ითხოვს

107
ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული - ახალი დეტალები თიბისი ბანკის საქმეში

მას პროკურატურა 16 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს ედავება.  

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარს მოითხოვს. ინფორმაცია “ფორტუნას” გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

წერეთელი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა.

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g