LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე, დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა… დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“

144
მკვლელობა

საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

🔵საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on კვირა, 28 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები