LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: ფოთში, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა

163
242188151-4442604075828489-3812867442001780574-n

საქართველოს პროკურატურა, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.

სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები