LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

150
პროკუ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ  გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”. – განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g