LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო“

110
გიორგი ჩიკვაიძე

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო“ – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

უწყების განცხადების თანახმად, სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2022 წლის 10 სექტემბერს გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის მეშვეობით ხელშეკრულება გააფორმეს დაზარალებულ საწარმოსთან, 416 700 ევროს ღირებულების იახტის ნასყიდობის თაობაზე.

„გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაზარალებულმა კომპანიამ მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოს ჩაურიცხა იახტის ღირებულების საფასური სრულად.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულებმა დაზარალებულ კომპანიას არ მიაწოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იახტა, ხოლო ჩარიცხულ თანხებს – 1 155 019 ლარს (416 700 ევროს ეკვივალენტი) მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პოპიაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს – 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარეს მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებია“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

პენიტენციური სამსახური: „ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“

„მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია“ – პენიტენციური სამსახური

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g