LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელმაც ახმეტაში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა 

123
პროკურატურა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

მკვლელობა ახმეტაში: თანასოფლელმა მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები