LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

144
ბადრი მამუკაა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა, პატიმრობას თუ გირაოს, უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ სხდომა დღესვე გაიმართება.

მაინც ავაშენებთ! - მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g