LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე: ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

113
ზარქუა 2

“ის, რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმიანება და ამბობს, რომ უკანონო მოსმენებზე და შემდეგ უკვე ინფორმაციის უკანონო გავრცელებასა და შანტაჟზე პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას.

ზარქუა მედიაში გავრცელებულ მასალას ფაბრიკაციას უწოდებას და სვამს კითხვას, თუ სად იყო მაშინდელი ხელისუფლება, როდესაც ეს ჩანაწერი კეთდებოდა და რატომ არ რეაგირებდა მთავრობა, თუ აუდიომასალა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა:

“ის რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე.

ახლა ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებ, რომ ვერ გაასწრო აქედან. როგორც ირკვევა, თუ 2010-2011 წლებში, როცა არის ეს ჩაწერილი და თუ ეს შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინდელი ხელისუფლება? შეგახსენებთ, სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013 წლამდე. ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის დამონტაჟებული.” – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლითაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები