LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

37
prok 33

საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ა.დ.-ს და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ნ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონში მყოფი შ.ჯ. გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელმა ნ.ჯ.-მ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g