საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც გავრცელებული განცხადებიდან ვკითხულობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.
„სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
?საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
➡️შინაგან…
Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Monday, 19 June 2023