LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი – მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებობს ბევრი ახალი მტკიცებულება

108

შესაძლოა, გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქმეში არსებობს ბევრი ახალი მტკიცებულება და სხვადასხვა ახალი ინფორმაცია, რის გამოც ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში ფიგურანტი პირებიდან აღარავინ იძებნება. „დინამიური პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულზე და არა რამდენიმე ათეული წლის წინანდელ დანაშაულზე. ბევრი ახალი ინფორმაცია და მტკციებულებები მოიპოვება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არავინ იძებნება. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g