თბილისის გულში, იმავე კედლებში, სადაც 1709 წელს მეფე ვახტანგ VI-ის ინიციატივით საქართველოში პირველი სტამბა დაარსდა და 1712 წელს პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, დღეს რესტორანი „პროლოგი 1709“ მდებარეობს – ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს დიდ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას და ქართულ კულინარიას თანამედროვე ხედვით.

„პროლოგი 1709“ თანამედროვე ქართული რესტორანია, რომლის სამზარეულოც სრულად ეძღვნება ქართულ კულინარიულ ტრადიციებს, თუმცა იმავდროულად გაჯერებულია თანამედროვეობის ელემენტებით – დახვეწილი პრეზენტაციით, განახლებული ინტერპრეტაციებით და სტუმარზე მორგებული მომსახურებით.

„ჩვენი მენიუ აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ქართულ რეცეპტებს, ხელახლა გააზრებულს დღევანდელი კულინარიული ტენდენციების ფონზე. თითოეული კერძი, რომელიც ჩვენს მენიუშია წარმოდგენილი, ასახავს ქართულ კულინარიულ მემკვიდრეობას – ღრმა ფესვებზე დაფუძნებულს, თუმცა თანამედროვედ გააზრებულს და წარმოდგენილს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო გემო, არამედ ისტორია, ტრადიცია და ემოცია, რომელიც მას ახლავს.
„პროლოგი 1709“-ში ვცდილობთ, ყოველი სტუმრობა გადავაქციოთ გამოცდილებად – მოგზაურობად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ეპოქაში. ინტერიერი – შერწყმა ძველი თბილისის არქიტექტურისა და თანამედროვე დეტალების – ქმნის იმ გარემოს, სადაც წარსულსა და მომავალს შორის ზღვარი ბუნდოვანია“, – აცხადებენ რესტორანში „პროლოგი 1709“.

ესტუმრეთ რესტორანს „პროლოგი 1709“, დააგემოვნეთ უგემრიელესი ქართული კერძები და დატკბით ქართული ჰანგებით ტრიო „პროლოგის“ შესრულებით.
(R)