ყველას სმენია, რომ პროპაგანდა მომაკვდინებელი იარაღია. ბევრს ეს გადაჭარბებულად მიაჩნია, მაგრამ სადგურ „ათასი ბორცვის რადიოს“ ისტორია საპირისპიროზე მეტყველებს. მუშაობის სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მან აფრიკულ რუანდაში ეთნიკური სიძულვილის გრადუსი წარმოუდგენელ სიმაღლემდე ასწია. ამ ქვეყანაში ხუტუს ხალხი ჟლეტდა თანამემამულე ტუტსის ხალხს. იმ რაიონებში, სადაც რადიომიღება უკეთესი ხარისხით იყო, მკვლელობები განსაკუთრებით სასტიკი იყო.
1994 წლის 6 აპრილს რუანდაში დაიწყო გენოციდი, რომელსაც მოგვიანებით ყველაზე საშინელ და ეფექტიანს უწოდებენ უახლეს ისტორიაში. სულ რაღაც 100 დღეში ხუტუს მოლაშქრეებმა 500 ათასიდან მილიონამდე ტუტსის წარმომადგენელი მოკლეს. ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია.