პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი და ითანამშრომლა გამოძებასთან, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე მომღერალ ხატია წერეთელს და 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.
ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.
