23 თებერვალს, პროტესტის 88-ე დღეს თბილისში და რეგიონებში აქციები გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 13:00 საათზე, დუშეთში, აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.
19:00 საათზე შედგება „საჯარო საუბრები ოცნების მიერ რეპრესირებულ მოქალაქეებთან“, ასევე 1900 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ოცნების რეპრესირებულთა მარში“ გაიმართება.
20:00 საათზე, საფინანსო სექტორი გამართავს აქციას პარლამენტთან.
ტრადიციული აქცია დაიწყება რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე.
21:00 – საჯარო დისკუსია: „საქართველო 1921 – საქართველო 2025“ გაიმართება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ.
რეგიონებში აქციების განრიგი:
14:00 საათზე, დუშეთის ცენტრალური მოედანი;
17:00 საათზე, გორში „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“;
18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“ აქცია გაიმართება ახალციხეში.
ბათუმში, 19:00 საათზე „სამშობლოს სამსახურში!“ გაიმართება.
ზუგდიდში აქცია დაგეგმილია 18:00 საათზე.
17:00 საათზე – „უწყვეტი პროტესტი თელავში“ გაიმართება.
ქუთაისში, 19:00 საათზე „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება.
ჩხოროწყუში 20:00 საათზე, დაგეგმილია „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“ .