LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

96
Untitled design - 2021-11-26T124438.718

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და  ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე, დააკავეს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.

“სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი” – აქციის მონაწილეები ბათუმის მერს

ენმ-ს დეპუტატმა ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით მძაფრსუნიანი ნივთიერება დაღვარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g