„პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში დაგეგმილ ინაუგურაციასა და ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდად და ოპოზიციას პროვოკაციების შესაძებლობა არ მიეცემა.
„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას, შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობას“ თელავში აქციის გამართვაზე უარი უთხრეს, თმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, თელავში საპროტესტო აქციას მაინც გამართავენ.