LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროვოკაციებს გეგმავენ, მაგრამ ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია: სააკაშვილი

129
BeFunky-collage

საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, 11 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ის პროვოკაციებს ელოდება.

საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები. ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უამრავი რჩევა მიიღო შეხვედრაზე მისვლისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ როგორც სააკაშვილი ამბობს, რომ ამ რჩევის ავტორები მას ცუდად იცნობენ.

“მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ! ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე! სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!”- წერს ექსპრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g