LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პსჟ-მ მესის მილიონი მაისური გაყიდა

79
Capture

ლეო მესის გადასვლა პსჟ-ში ხეირიანად აისახა პარიზელების მაისურების გაყიდვებზე. დღეისათვის დაახლოებით მილიონი მაისურია გაყიდული არგენტინელის გვარით. ეს ციფრი უფრო დიდიც იქნებოდა, რომ არა წარმოებაში კორონავირუსის გამო გამოწვეული შეფერხებები.

„მესი – მშვენიერი აქტივია. კომერციული თვალსაზრისით მისი გავლენა რთულია შეაფასო. მგონია, რომ გასულ წელს ჩვენ უფრო მეტი მაისური გავყიდეთ, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბმა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უკეთესი გახდა. მოთხოვნა მინიმუმ 30-40%-ით გაიზარდა. დიახ, მოთხოვნა უდიდესია. უფრო მეტის გამოშვება რომ შეგვეძლოს, მეტსაც გავყიდიდით“, – თქვა პსჟ-ს სასპონსორო გარიგებების დირექტორმა მარკ არმსტრონგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები