პსჟ მზად არის მომღერალ M.I.A-ს სასამართლოში უჩივლოს კლიპში კლუბის სიმბოლიკის გამოყენების გამო. ბრიტანელი მომღერლის ვიდეორგოლში პარიზული კლუბის სპონსორის სახელწოდება Fly Emirates Fly Pirates-ით შეცვალეს.
”ჩვენ გაოგნებულები ვართ, ვერ ვხვდებით ჩვენი კლუბი, ლოგოტიპი და ფორმა ასეთ ასოციაციებს რატომ იწვევს. ჩვენ მოვითხოვთ მედიის ყველა საშუალებაში პსჟ-ს მაისურების გამოსახულების დემონსტრირება კლიპში ”Borders”, ასევე პსჟ-ს სიმბოლოკის არასანქცირებული გამოყენება და ანაზღაურდეს მიყენებული ზიანი”, – ნათქვამია კლუბის წერილში, რომელიც მომღერალმა ”ტვიტერში” გამოაქვეყნა.
პარიზელებმა აღნიშნეს, რომ იტოვებენ უფლებას მიმართონ სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.