LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP ამერიკულ ბრენდ „სოლგართან“ თანამშრომლობას იწყებს

224

PSP-მ  და ამერიკულმა ფარმაინდუსტრიის გიგანტმა „სოლგარი“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.  ამ მემორანდუმის საფუძველზე PSP „სოლგარის“ ექსკლუზიური პარტნიორი ხდება და მომხმარებელს საქართველოში ამერიკულ საკვებ დანამატებს შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი „PSP ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა  და ამერიკული ფარმკომპანია „სოლგარის“ პრეზიდენტიმა  ჩენჩელ ჩადჰამ მოაწერეს.

”სოლგარი” ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა.  ბრენდის მთავარი ოფისი აშშ-ში ნიუ ჯერსიში მდებარეობს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით ლიდერია საკვები დანამატების წარმოებასა და რეალიზაციაში.  სოლგარი მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე ქვეყანაში მუშაობს. სხვადასხვა დროს „სოლგარი“ ბრიტანეთის საუკეთესო ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიად დასახელდა. ბრენდს მიღებული აქვს ამერიკის საუკეთესო ვიტამინებისა და საკვები დანამატების მწარმოებლის ჯილდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g