LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პსპ დაზღვევა, ალბატროს დელუქსი, OMNIBUS, ჩიკორი, წრე“ – თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 750 კომპანია აწერს

116
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება

თავისუფალი ბიზნესების განცხადებას, ამ დროისთვის, ხელს 750 კომპანია აწერს.

განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.

დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g