PSP-მ, რომელიც 22 წელია საქართველოს ფარმაციის ბაზარზეა წარმოდგენილი, განახლებული ბრიტანული მოდელის აფთიაქი გახსნა. ობიექტი თბილისში აბაშიძის 41-ში მდებარეობს, სამი ნაწილისაგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ.
„ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობთ და შევეცადეთ ქართველ მომხმარებელზე გათვლილი უნიკალური კონცეფცია შეგვემუშავებია. ობიექტში ცალკე იქნება გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე იქნება ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის და დიდი ნაწილი დაეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. PSP-ს ახალი ფორმატი სრულიად ინოვაციურია ქართულ ბაზარზე და მსოფლიოს თანამედროვე ტრენდებს სრულიად პასუხობს. ამგვარი ტიპის აფთიაქი არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ გვხვდება. აუცილებლად ვურჩევთ PSP-ს წარმომადგენლებს ახალი კონცეფციით დიზაინისა თუ ბრენდინგის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა,“ -განაცხადა ტობიას ჰაინესმა, კონცეფციის ბრიტანელმა თანაავტორმა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, PSP-ს სამივე ნაწილი მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტებზე ფასდაკლების დღეებად კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. ასევე შეთავაზებული იქნება საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა ევროპული
კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. ”ყოველ პარასკევს 14:00-დან 20:00 საათამდე მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ გაიკეთოს მაკიაჟი და ჩაიტაროს კანის დიაგნოსტიკა. ყველა, ვინც 10 ლარის პროდუქტს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში და “მერსედესის”, ბინისა თუ 2000-ლარიანი ხელფასის მოგების შანსს მიიღებს”, – განაცხადეს ”პე-ეს-პე”-ში.
მათივე ინფორმაციით, ანალოგიური ტიპის აფთიაქები თბილისის ყველა უბანში და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.