LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP სააფთიაქო ქსელის გაფართოებას განაგრძობს

499

წელს პსპ 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქის ფორმატის შეცვლას გეგმავს. როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, წელს იანვარში თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა ახალი აფთიაქი; თებერვალში კიდევ 3 ახალი პსპ-აფთიაქი (ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში) მოემსახურება მომხმარებელს.

“ამასთან, მიმდინარეობს ფარმა-მარკეტის სტილში არსებული რამდენიმე აფთიაქის ფორმატის შეცვლის პროცესი. ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით, თითოეული მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის ყველაზე ფართო ასორტიმენტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პსპ მუდმივად ახალ-ახალ ფასდაკლების აქციებს სთავაზობს მომხმარებელს, ამასთან ძალაში რჩება ყველა ძველი აქციაც,”- განაცხადეს პსპ-ში.

კომპანია აგრძელებს ასევე „შეტევას ფასებზე“, რათა მომხმარებელს უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზოს.

2015 წელს პსპ-ს სააფთიქო ქსელს 14 ახალი აფთიაქი შეემატა თბილისის სხვადსხვა უბანსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ქუთაისს, ზუგდიდსა და ბორჯომში. წლის მანძილზე 15 პსპ-აფთიაქს ფორმატი შეეცვალა და ფარმა-მარკეტის ტიპის აფთიაქად გადაკეთდა (მათ შორის 4 ქუთაისსა და ბათუმში). ამჯამად კომპანიის  ქსელი საქართველოს მასშტაბით 183 აფთიაქით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g