ლარის კურსის გამყარების შესაბამისად, დღეიდან ”პსპ-ში” 500-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასები შემცირდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამასთან ერთად, PSP ყოველდღე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ასეულ ყველაზე მოთხოვნად და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის ”ნო-შპა”, ”კოლდრექსი”, ”მეზიმ-ფორტე”, ”ესენციალე ფორტე”, ”კონკორი”, ”დიაბეტონ-MR” და სხვ.
„ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება,“-განაცხადეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები PSP-ში მედიკამენტების შეძენისას, დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყოველდღე, მიუხედავად მიმიდნარე ფასდაკლების აქციებისა.