დღეიდან, 8 თებერვლიდან PSP-ში 97 მედიკამენტი მნიშვნელოვნად გაიაფდა.
როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მომწოდებლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, „World Medicine” და “Rotapharm”-ის მედიკამენტების უდიდესი ნაწილის გაიაფებაზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის გაიაფდა როტაცეფი (30%), ვენოდიოლი (25%), რეიტოილი (42%) და ა.შ.
„მომწოდებლებთან პრეპარატების შემოსატანი ფასების გაიაფებაზე მუშაობა ჩვენთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად, რამდენიმე მწარმოებელთან მოხდა შეთანხმება ფასების შემცირების შესახებ, რაც მყისიერად აისახა ჩვენს ქსელში და დღეიდან მომხმარებელს უკვე ფასდაკლებით შეუძლიათ შეიძინონ 100-მდე დასახელებს მედიკამენტი“- განაცხადებს პსპ-ში.
კომპანია აპირებს, მედიკამენტებს გაიაფებაზე მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს, რათა მომხმარებელმა ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასები მიიღოს.