LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს

1092
PSP logo.cdr

PSP ჯგუფი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს „პსპ ჯგუფში“ დაადასტურეს.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, – აცხადებენ PSP ჯგუფში.

ცნობისთვის, „ჯეო ჰოსპიტალსი“ კლინიკების ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g