სამხრეთ კორეელი მუსიკოსი PSY, რომელმაც პოპულარობა 2012 წელს ჰიტით Gangnam Style მოიპოვა, შესაძლოა გასტროლებზე ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნონ.
აღსანიშნავია, რომ კონცერტების ორგანიზატორი სამხრეთ კორეის ხელისუფლებაა. PSY კი 31 მარტიდან 3 აპრილამდე დაგეგმილ ღონისძიებებზე გამოვა, რომლებიც ფხენიანში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ Gangnam Style 2012 წლის ივლისში გამოვიდა და სამ მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა.