”პუმამ” ევრო-2016-ის ხუთი მონაწილისთვის სათადარიგო ფორმის კომპლექტი წარადგინა. იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ავსტრიის და სლოვაკეთის ნაკრებებმა ახალი მაისურები მიიღეს.
ყველა კომპლექტი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი გარდა სლოვაკეთისა, რადგან ამ გუნდის ძირითადი ფორმის ფერია თეთრი, ამიტომ სათადარიგოდ ცისფერი აიღეს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთის სტადიონებზე გაიმართება.
მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი.