პურის ბურახი მდიდარია B – ვიტამინის კომპლექსით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟამავა და სასარგებლო რძის მჟავა. ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზირებელი და ბაქტერიოციდული თვისებაც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ბურახს ჩვენი წინაპრები იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის აგრეთვე სასარგებლოა ნაწლავების ფუნქციის მოშლილობის დროს.
პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია: პური, საფუარი და შაქარი, თუმცა მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია, მაგალითად ქერის ან ჭვავის ალაო, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.