LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს – ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ“ – კაია კალასი

122
კაია კალასი

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ეხმაურება და აცხადებს, რომ „პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს“.

კაია კალასის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „უწყვეტ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, რაც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“.

„კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, – წერს კაია კალასი X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g